თავში

ბაიდენმა ჯონსონს ველოსიპედი და ჩაფხუტი აჩუქა

​ბაიდენმა ჯონსონს ველოსიპედი და ჩაფხუტი აჩუქა
ბაიდენმა ჯონსონს ველოსიპედი და ჩაფხუტი აჩუქა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ბრიტანეთში G7-ის სამიტს ესწრება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ამერიკული წარმოების ველოსიპედი და ჩაფხუტი აჩუქა.

ამასთან, ჯონსონმა, რომელსაც ველოსიპედით სეირნობა უყვარს, ბაიდენს მურალის ფოტო გადასცა, რომელიც ედინბუგრში შავკანიანების უფლებების დამცველ ფრედერიკ დუგლასს ეძღვნება. დუგლასი 1840 წელს ბრიტანეთს სტუმრობდა.

თეთრი სახლის ლიდერის მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა საჩუქრად დაფნა დე მორიეს მოთხრობების კრებული "ვაშლის ხე" მიიღო. ბორის ჯონსონის მეორე ნახევარმა, კერიმ კი ტყავის ჩანთა, რომელიც აშშ-ის სამხედროების ცოლების მიერ არის შექმნილი და აბრეშუმის შარფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system