თავში

ბაიდენმა კაპიტოლიუმის შტურმს გადატრიალების მცდელობა უწოდა

​ბაიდენმა კაპიტოლიუმის შტურმს გადატრიალების მცდელობა უწოდა
ბაიდენმა კაპიტოლიუმის შტურმს გადატრიალების მცდელობა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2021 წლის იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობას გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ nypost.com იუწყება.

"დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა დავუპირისპირდეთ იმ ძალებს ამერიკაში, რომლებიც ძალაუფლებას პრინციპებზე მეტად აფასებენ – ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ, გადატრიალება მოეხდინათ, გადატრიალება ამერიკელი ხალხის კანონიერად გამოხატული ნების წინააღმდეგ, ეჭვების დათესვით, თაღლითობის ბრალდებების გამოგონებით და ცდილობდნენ, 2020 წლის არჩევნები ხალხისგან მოეპარათ.

მათ უნდათ, რომ ქაოსი სუფევდეს. ჩვენ გვინდა, რომ მართოს ხალხმა. ბრძოლა ამერიკის სულისთვის არ დასრულებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და გავერთიანდეთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ 6 იანვარი დემოკრატიის დასასრული კი არ იქნება, არამედ ჩვენი დემოკრატიის აღორძინების დასაწყისი გახდება", - განაცხადა ბაიდენმა ატლანტაში სიტყვით გამოსვლისას.

ბაიდენმა მოუწოდა სენატს, მოხსნას ჩვეული 60 ხმის ბარიერი, რათა რამდენიმე საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი მიიღოს.

მოსალოდნელია, რომ ფედერალური საარჩევნო კანონპროექტების მიღება არ მოხდება რადგან კანონების უმეტესობის დებატების დასაწყებად და დასასრულებლად სენატის ცენტრისტული დემოკრატები ბარიერის 60-დან 50-მდე დაწევაზე უარს ამბობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system