თავში

ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წარადგინა

​ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წარადგინა
ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინა. ის "ლოქდაუნის" გამოცხადებას არ ითვალისწინებს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

"ჩვენ ამ ვარიანტს მეცნიერებით და სწრაფი მოქმედებით ვაჯობებთ დ არა ქაოსით და დაბნეულობით,“ - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, გეგმა მოსახლეობის ვაქცინაციაზე ფოკუსირებული. ასევე 50 მილიონი კოვიდტესტის გაკეთებას მოქალაქეების სახლიდან გაუსვლელად უფასოდ შეძლებენ.

გეგმა მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები. ამასთან, 18 მარტამდე, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამასთან ერთად, ბაიდენმა გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები, რომ ზამთარში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვის მატებაა მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system