თავში

ბაიდენმა ნავთობის ფასის შემცირებასა და ჩინეთთან ეკონომიკურ კონკურენციაზე ისაუბრა

ბაიდენმა ნავთობის ფასის შემცირებასა და ჩინეთთან ეკონომიკურ კონკურენცი
ბაიდენმა ნავთობის ფასის შემცირებასა და ჩინეთთან ეკონომიკურ კონკურენციაზე ისაუბრა

ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა დაამტკიცა, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, მოიგოს ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ინფრასტრუქტურის გეგმა პარასკევს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. აგვისტოში ეს ინიციატივა კონგრესის სენატმაც მოიწონა.

მისი თქმით, აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის.

თეთრი სახლის ლიდერს არ დაუსახელებია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს აშშ ამ კუთხით. 

"ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მოვიგოთ 21-ე საუკუნის ეკონომიკური კონკურენცია ჩინეთთან და სხვა დიდ ქვეყნებთან.

არსენალში გვაქვს სხვა ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც მოგვიწევს. ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი საწვავი მივიღოთ მილსადენით", - აღნიშნა ბაიდენმა. 

ცნობისთვის, OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება არაუმეტეს 400 ათასი ბარელის ოდენობით დღეში, იმპორტიორების, პირველ რიგში კი აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, რომ დააჩქარონ ნავთობის მიწოდება არსებულ მწირ ბაზარზე. რუსეთისა და საუდის არაბეთის საერთო პოზიცია იყო, რომ შემცირებული მოთხოვნისა და ფასების პოტენციური ვარდნის გამო უკვე შეუძლებელია ნავთობის მოპოვების გაზრდა არსებულ გარემოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system