თავში

ბაიდენმა ნიკარაგუას სანქციები დაუწესა

​ბაიდენმა ნიკარაგუას სანქციები დაუწესა
ბაიდენმა ნიკარაგუას სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ნიკარაგუას მთავრობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კანონი ზღუდავს ლათინური ამერიკის ხელისუფლების წვდომას მრავალმხრივი საბანკო სტრუქტურების სესხებზე და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით ზომებს აწესებს.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა უარი თქვა ნიკარაგუაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და პირობა დადო, რომ პრეზიდენტ დანიელ ორტეგაზე ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system