თავში

ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში გააუქმა ღილაკი, რომლითაც ტრამპი კოლას იძახებდა

​ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში გააუქმა ღილაკი, რომლითაც
ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში გააუქმა ღილაკი, რომლითაც ტრამპი კოლას იძახებდა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი საკუთარ თავს მოარგო, როგორც ამას ყველა მისი წინამორბედი აკეთებდა. ჟურნალისტი ნიუტონ დანი აცხადებს, რომ დემოკრატმა მაგიდა "რეზოლუტიდან" მოხსნა ღილაკი, რომლითაც დონალდ ტრამპი დიეტურ კოლას იძახებდა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დიეტური კოლის ღილაკი გააუქმა. როდესაც ტიმ შიპმანი და მე დინალდ ტრამპთან ინტერვიუს 2019 წელს ვწერდით, მოხიბლულები ვიყავით პატარა წითელი ღილაკით. ბოლოს ტრამპმა მას დააჭირა და მოახლემ უცებ ვერცხლისფერ ლამბაქზე დიეტური კოლა მოიტანა. ახლა ის აღარ არის", - წერს დანი.

ბაიდენმა კაბინეტში სავარძელიც შეცვალა და მუქი ყავისფერი ტყავის სავარძელი დაიდგა. მაგიდის პირდაპირ კედელზე კი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების - ჯორჯ ვაშინგტონის, ტომას ჯეფერსონის, აბრაამ ლინკოლნისა და ფრანკლინ რუზველტის კოლაჟი გამოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system