თავში

ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა

ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა
ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობა და არა პოლიტიკას.

ახლადარჩეული პრეზიდენტი შეეცადა რეალისტი ყოფილიყო და განაცხადა, რომ ვირუსთან დაკავშირებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რაც ზამთრის ბოლოს კიდევ უფრო მეტ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმა ასეთია: 100 მილიონი აცრილი ადამიანი ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში.

გეგმის განსახორციელებლად ბაიდენმა ომის დროს წარმოების მობილიზაციის შესახებ კანონის ამოქმედებას მოაწერა ხელი, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო საქონლის დეფიციტის შევსებას ისახავს მიზნად.

1950 წელს მიღებული კანონი ამერიკის ფედერალურ მთავრობას ნებას აძლევს, საგანგებო სიტუაციის პირობებში გადაუდებელი დეფიციტის შესავსებად, კერძო კომპანიებს პროდუქციის დაჩქარებული წესით წარმოება მიწოდება მოსთხოვოს.

კორონაპანდემიასთან ბრძოლა 20 იანვარს თეთრმა სახლმა ბაიდენი პრეზიდენტობის პრიორიტეტად გამოაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს დარჩება კანონი ძალაში.

ეს კანონი ერთი წლის წინ ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც აამოქმედა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system