თავში

ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე მიიწვია

ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე მიიწვია
ბაიდენმა პუტინი და სი ძინპინი კლიმატის შესახებ ონლაინ სამიტზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი და ჩინელი კოლეგები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი კლიმატის შესახებ წლის პირველ გლობალურ კონფერენციაზე მიიწვია. 

სამიტი აშშ-ის თავმჯდომარეობით 22-23 აპრილს გაიმართება. სამიტი კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ.

თეთრმა სახლმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის მონაწილეები გააძლიერებენ და გააღრმავებენ გლობალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებას. სამიტზე ჯო ბაიდენი ასევე აპირებს თეთრი სახლის ამბიციური გეგმები გააჟღეროს, რომელიც მავნე გამონაბოლქვების შემცირებას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system