თავში

ბაიდენმა, შესაძლოა, აშშ-ის საყოველთაო მომსახურების ადმინისტრაციას უჩივლოს

​ბაიდენმა, შესაძლოა, აშშ-ის
ბაიდენმა, შესაძლოა, აშშ-ის საყოველთაო მომსახურების ადმინისტრაციას უჩივლოს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის გარდამავალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, აშშ-ის საყოველთაო მომსახურების ადმინისტრაციას (GSA) უჩივლოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ აშშ-ის ფედერალური სამსახურების დამოუკიდებელმა სააგენტომ ჯერჯერობით ჯო ბაიდენის გამარჯვება არ აღიარა. GSA პრეზიდენტის გამარჯვებას აღიარებს და ამის შემდეგ თეთრ სახლში ხელისუფლების გადაცემის პროცესი იწყება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვებულად ბაიდენს აღიარებენ, სააგენტოს ეს თავშეკავება მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გარკვეულ შანსებს უტოვებს. ამერიკულმა ტელეარხებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა ჯო ბაიდენი გამარჯვებულად ჯერ კიდევ 7 ნოემბერს გამოაცხადეს.

კანონში ზუსტად განსაზღვრული არ არის საყოველთაო მომსახურების ადმინისტრაცია როგორ უნდა მოიქცეს. ბაიდენის გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება აშკარაა და პროცესების შეფერხება გაუმართლებელია, თუნდაც ტრამპი დამარცხებას არ აღიარებდეს.

GSA აშშ-ის ხელისუფლების დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. მისი მიზანი ფედერალური სააგენტოების ფუნქციების მართვა და მხარდაჭერაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system