თავში

ბაიდენმა სომხეთი უნდა აიძულოს, რომ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცეს - ელჩი

ბაიდენმა სომხეთი უნდა აიძულოს, რომ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტო
ბაიდენმა სომხეთი უნდა აიძულოს, რომ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცეს - ელჩი

ამერიკული გამოცემა Defence One, აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის, ელინ სულეიმანოვის სტატიას აქვეყნებს. აზერბაიჯანის ელჩი აღნიშნავს, რომ სომხეთმა  დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცემაზე უარი განაცხადა.

ელინ სულეიმანოვის განცხადებით, გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, მთიან ყარაბაღში ნაღმზე აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 85 დაშავდა. 

სულეიმანოვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სომხური მხარე თავს არიდებს კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას. 

აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ სომხეთი უნდა აიძულოს, რომ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ნაღმების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რუკები გადასცეს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და დევნილების სამშობლოში დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system