თავში

ბაიდენმა უცხოელებს აშშ-ში შესვლის ნება დართო

​ბაიდენმა უცხოელებს აშშ-ში შესვლის ნება დართო
ბაიდენმა უცხოელებს აშშ-ში შესვლის ნება დართო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტის დონალ ტრამპის კიდევ ერთი ბრძანებულება გააუქმა, რომელიც გარკვეული კატეგორიის უცხოელებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

გასული წლის აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც კორონაპანდემიის პირობებში, ამერიკული შრომის ბაზრის რისკებისგან დასაცავად, ქვეყანაში უცხოელების შესვლას კრძალავდა. მოგვიანებით ტრამპმა ეს განკარგულება ორჯერ განაახლა.

ბაიდენის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ იცავდა აშშ-ის ინტერესებს და მას ზიანს აყენებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system