თავში

ბაიდენთან მოლაპარაკებები კარგად წარიმართა - ვლადიმერ პუტინი - განახლებულია

ბაიდენთან მოლაპარაკებები კა - განახლებულია
ბაიდენთან მოლაპარაკებები კარგად წარიმართა - ვლადიმერ პუტინი - განახლებულია

ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებები კარგად წარიმართა, - ამის შესახებ ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენთან შეხვედრაზე არანაირი მტრობა არ ყოფილა და ის პრინციპულადმიმდინარეობდა.

"თემები, ალბათ, ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონალური კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები. კიდევ ვილაპარაკეთ თანამშრომლობაზე არქტიკაში. ასეთია დაახლოებითი კრებული", - განაცხადა პუტინმა

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება სამუშაო ადგილებზე ორი ქვეყნის ელჩების დაბრუნების შესახებ.

"კონკრეტულად როდის - ხვალ, ზეგ - ეს წმინდა ტექნიკური ხასიათის კითხვაა", - განაცხადა მან.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბირთვული სახელმწიფოები არიან.

პუტინი უკრაინის თემასაც შეეხო.

"უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ ერთი ვალდებულება გვაქვს – ხელი შევუწყოთ მინსკის შეთანხმებების რეალიზებას. უკრაინული მხარე მზად თუ არის ამისთვის, ჩვენ წავალთ ამ გზით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერი უკრაინის დელეგაციამ წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები მინსკის შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებით. იქ წერია, რომ პირველ რიგში, საჭიროა წინადადების წარდგენა დონბასის უკრაინის სამართლებრივ სისტემასა და კონსტიტუციაში პოლიტიკურ ინტეგრაციაზე. ამისთვის თავად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაა საჭირო, იქ ასე წერია. მეორე – რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის საზღვარი უნდა დაიკავოს უკრაინის სასაზღვრო ძალებმა არჩევნებიდან მეორე დღეს. რა წინადადებით გამოვიდა უკრაინა? მან პირველ ნაბიჯად წარადგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ჯარები უნდა შევიდეს დონბასში. ეს ერთი, მეორე – ისინი ასევე გამოვიდნენ უკრაინასა და რუსეთს შორის საზღვრის დაკეტვის წინადადებით და მესამე – არჩვენების ამ ორი ნაბიჯიდან სამი თვის შემდეგ ჩატარება. არ არის საჭირო იყო იურისტი, რომ გაიგო, რომა ამას მინსკის შეთანხმებებთან საერთო არაფერი აქვს, ეს ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს“, – განაცხადა პუტინმა.

პრესკონფერენციის დროს რუსეთის ლიდერი შეეხო კიბერშეტევების თემასაც და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მათი უმეტესი ნაწილი აშშ-დან ხორციელდება.

”რუსეთი არ შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა კიბერსივრციდან ყველაზე მეტი სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევა ხორციელდება”, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ. პუტინმა აღნიშნა, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი, არ გადიოდა შესაბამის პროცედურას სამართალდამცავ ორგანოებში, როგორც პირი, რომელსაც ორჯერ მიუსაჯეს პირობითი სასჯელი.

მან ასევე იცოდა, რომ რუსეთში ის ძებლინთა სიაში შეიყვანეს.

”ის არ გამოცხადდა, უგულებელყო კანონის მოთხოვნა, ის ძებნილთა სიაში ჩასვეს. ეს რომ იცოდა, ჩამოვიდა. მე გამოვდივარ იქიდან, რომ მას სურდა, იგი განზრახ მიდიოდა იმაზე, რომ დაეკავებინათ”, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე პატიმართა გაცვლის თემა განიხილეს.

”მე და ბაიდენმა მსჯავრდებულთა გაცვლაზე ვისაუბრეთ, იქ კომპრომისების პოვნა შესაძლებელია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system