თავში

ბაიკონურში 19 იანვრამდე კომენდანტის საათი დაწესდა

ბაიკონურში 19 იანვრამდე კომენდანტის საათი დაწესდა
ბაიკონურში 19 იანვრამდე კომენდანტის საათი დაწესდა

ბაიკონურის მერიამ 19 იანვრამდე კომენდანტის საათი დააწესა, ქალაქს სახალხო მესაზღვრეები პატრულირებენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბუზიგინმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს, რა დროსაც ქალაქში გადაადგილება აკრძალული იქნება.

7 იანვრიდან ბაიკონურში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა. ალკოჰოლის გაყიდვას მხოლოდ კაფეები და რესტორნები შეძლებენ.

ბაიკონურისა მერია იტყობინება, რომ ქალაქში და კოსმოდრომზე ვითარება მშვიდი რჩება. 

მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორისტების ლიკვიდაციისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ბრძანება გასცა.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი რესპუბლიკის ყველა რეგიონში აღდგენილია და ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system