თავში

ბაირამოვმა რიკერთან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება განიხილა

ბაირამოვმა რიკერთან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე
ბაირამოვმა რიკერთან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება განიხილა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან ფილიპ რიკერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარების, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი რეგიონში დაძაბულობის აღმოფხვრის ერთგულია. მან აღნიშნა, რომ საზღვარზე დაძაბული ვითარების მოგვარების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა რამდენიმე საათის განმავლობაში რეგიონში იყო მივლენილი და მეორე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system