თავში

ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა=
ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ოფიციალური ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნომრალიზების საკითხების განხილვა სასარგებლოდ მიაჩნია .

აბდულაევას განცხადებით, ამ ეტაპზე აუცილებელია, სერიოზული ყურადღება მიექცეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას. მისი თქმით, კომუნიკაციების გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამ და საზღვრების დელიმიტირებამ, შეიძლება შექმნას ჯანსაღი საფუძველი კონსტრუქციული წინსვლისთვის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის აღდგენის საქმეში.

ლეილა აბდულაევამ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის და უთანხმოებების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით ამჯობინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system