თავში

ბაქო და ანკარა შეიარაღების ერთობლივ წარმოებას განიხილავენ - განახლებულია

ბაქო და ანკარა შეიარაღების ერთობლივ წარმოებას განიხ

ბაქო და ანკარა 2020 წელს ერთობლივი სამხედრო წვრთნების რაოდენობას გაზრდიან და შეიარაღების ერთობლივი წარმოების ორგანიზაციას განიხილავენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

2019 წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა 13 ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს, 2020 წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ასევე თურქეთში თანამედროვე შეიარაღების შესყიდვას გავარგძელებთ", - განაცხადა ალიევმა თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, ბაქო ანკარასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს.

16:48

აზერბაინაჯის და თურქეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. აუდიენცია საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.

11:32

თურქეთის პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობენ, ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განვითარებას განიხილავენ. მხარეები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზეც იმსჯელებენ.

ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრობლობის შესახებ რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

ანკარის აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტმა ვიზიტზე ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყნის ინვესტიციები აზერბაიჯანში 11 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის ბოლოს აზერბაიჯანის ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში 20 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ჩვენ აზერბაიჯანის განვითარების ხელშეწყობას გავაგრძელებთ", - აღნიშნა ერდოღანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system