თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინეთში პირველი მატარებელი ჩავიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინეთში პირველი მატარებელი ჩავიდა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინეთში პირველი მატარებელი ჩავიდა

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად განხორციელდა. მატარებელი, რომელიც თურქეთიდან დაიძრა ქალაქ სიანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია - ADY Container ავრცელებს.

მატარებელი თურქეთიდან ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე რეკორდულ დროში - 10 დღეში ჩავიდა. მატარებელმა, რომელიც სულ 42 40 ფუტიანი კონტეინერისგან შედგებოდა 8,693 კილომეტრი გაიარა.

მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

მატარებელი ახალქალაქის ტერმინალში 8 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 სთ-ზე შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 21 საათი დაჰყო.

შეგახსენებთ პირველი საექსპორტო საკონტეინერო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გამოვიდა.  მატარებელმა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, 5 ქვეყანა გადალახა. საკონტეინერო მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული. შემადგენლობაში ჩართულია თურქეთის წარმოების 42 კონტეინერი.

მატარებლის ოპერატორები არიან: ADY Container (აზერბაიჯანი), KTZ Express (ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) და Pacific Eurasia Logistics (თურქეთი). მას შემდეგ, რაც მატარებელი გაივლის „ბაქო - თბილისი - ყარსის“ რკინიგზას, ფიდერული გემის მეშვეობით, რომლის ოპერატორს წარმოადგენს ADY Container (აზერბაიჯანი), მოხვდება ყაზახეთში აქტაუს პორტში. აღნიშნული ლოგისტიკური პროდუქტი არის კომპანიების Pacific Eurasia Logistics (თურქეთი) და ADY Container (აზერბაიჯანი) ერთობლივი პროექტი.

ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system