თავში

ბაქოელი სომხების მიმართვა გარეგინ მეორეს, ყარაბაღსა და მსოფლიოში მცხოვრებ სომხებს

​ბაქოელი სომხების
ბაქოელი სომხების მიმართვა გარეგინ მეორეს, ყარაბაღსა და მსოფლიოში მცხოვრებ სომხებს

ბაქოელმა სომხებმა მსოფლიოს სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II- ს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს მიმართვა გაუგზავნეს. 

მიმართვაში ნათქვამია:

"დღეს, ათიათასობით სომეხი ცხოვრობს აზერბაიჯანში. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად რელიგიისა და რასისა, თანაბრად ექცევიან. ამ ქვეყანაში ყველა ერთნაირი უფლებებით სარგებლობს, რაც მოქალაქეებს აზერბაიჯანის კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული.

თუმცა, სომხეთს 30 წელზე მეტია ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი და ამ წლების განმავლობაში აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, სომხეთის მხრიდან იარაღით შეტევისა და მკვლელობის მსხვერპლი არიან.

მივმართავთ მსოფლიოს სომეხთა კათოლიკოსს:

გამოიყენეთ თქვენი ძალა და ავტორიტეტი, რომ დასრულდეს სომხეთის ოკუპაციის პოლიტიკა აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწები მათ მფლობელებს დაუბრუნდეთ. ხელი შეუწყვეთ უსამართლო სისხლის ღვრის შეჩერებას. მსოფლიოს ყველა რელიგია ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას ემსახურება. ჩვენმა რელიგიურმა ლიდერებმა იმაზე უნდა იმუშაონ, რომ დაეხმარონ სომხეთს იმ ნეგატიური იმიჯის მოცილებაში, რაც ჩვენს გარშემო მთელ მსოფლიოში ჩამოყალიბდა".

ბაქოში მცხოვრებმა სომხებმა წერილში მსოფლიოს სომხური დიასპორებისა და სომხური ლობის წარმომადგენლებსაც მიმართეს და ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ხელშეწყობა სთხოვეს. "არც ერთ ომს სიკეთე არ მოუტანია კაცობრიობისთვის... სომხეთის მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ხოჯალის გენოციდი არის შავი ლაქა სომხეთის ისტორიაში და ძალიან სამარცხვინოა ჩვენთვის", - ნათქვამია წერილში.

ყარაბაღში მცხოვრები სომხებისადმი მიმართვის პუნქტში ნათქვამია, რომ სომხები ბედნიერად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელების მიწაზე 30 წლის წინ, დღეს კი ისინი სომხეთის ხელისუფლებამ საკუთრი თამაშის მსხვერპლად აქცია.  "გაიღვიძეთ, ჯერ კიდევ გვიან არ არის და უარი თქვით გამოგიყენონ ამ თამაშში. აზერბაიჯანი დაიცავს თქვენს ყველა უფლებას, მათ შორის თქვენს უსაფრთხოებას. ჩვენ ამის ნათელი მაგალითი ვართ", - ნათქვამია წერილში.

ბაქოელმა სომხებმა სომეხ დედებსაც მიმართეს და სთხოვეს თვალი არ დახუჭონ და არ დაუშვან საკუთარი შვილების სიკვდილი აზრბაიჯანის მიწაზე. "აზერბაიჯანის მიწები უნდა გათავისუფლდეს", - ნათქვამია მიმართვაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system