თავში

ბაქოში აღლუმზე გამარჯვების დროშა ფრიალებს - VIDEO

​ბაქოში აღლუმზე გამარჯვების დროშა ფრიალებს
ბაქოში აღლუმზე გამარჯვების დროშა ფრიალებს - VIDEO

ბაქოში აზერბაიჯანის სამამულო ომში გამარჯვებას მიძღვნილი აღლუმი გრძელდება.

მოედანზე, სადაც აღლუმი იმართება, გამარჯვების დროშა გამოიტანეს, რომელიც სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციისაგან განთავისუფლების შემდეგ ქალაქ შუშას თავზე აღიმართა.

გამარჯვების დროშა "სამამულო ომის გმირმა", გენერალ-მაიორმა ზაურ მამედოვმა გამოიტანა, რომელიც შუშის განთავისუფლების შემდეგ ქალაქის პირველ კომენდანტად დაინიშნა.

სამხედრო აღლუმზე აზერბაიჯანის არმიის ყველაზე თანამედროვე სამხედრო და სპეციალური ტექნიკაა ნაჩვენები.

ასევე აღლუმზე წარმოდგენილი იყო სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომელიც აზერბაიჯანმა მისი დამარცხების შემდეგ ჩაიგდო ხელთ.

სამხედრო აღლუმში თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც გამარჯვების მიღწევაში განსაკუთრებული დამსახურება აქვთ.

აღლუმში თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

აღლუმში მონაწილეობას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც იღებენ.

აღლუმზე, სხვა სამხედრო ტექნიკის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატებიც წარმოადგინეს.

გამარჯვების აზერბაიჯანის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებიან.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობას 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ნაჩვენები იქნება 150-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის უახლესი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე საბრძოლო გემები და კატარღები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system