
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში საღებავების საწარმო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მედიის ცნობით, ინციდენტი ბინაგადის რაიონის მე-7 მიკრო რაიონში მდებარე "სობსანის" ქარხანაში მოხდა.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო სამსახურის რამდენიმე სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.