თავში

ბაქოში საკარანტინო პოსტები დამონტაჟდა

​ბაქოში საკარანტინო პოსტები დამონტაჟდა
ბაქოში საკარანტინო პოსტები დამონტაჟდა

ბაქოს შესასვლელებსა და გასასვლელებში, ქუჩებში და გამზირებზე, რომლებიც ადმინისტრაციულ ტერიტორიას ექვემდებარება, სტაციონარული და მობილური საკარანტინო პოსტები დამონტაჟდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებისგან და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისგან რაზმები შეიქმნა.

"ძირითადი მიზანი რესპუბლიკაში კორონავირუსის პანდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება და ინფექციის ახალი შემთხვევების მინიმიზაციაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოქალაქეებს, დაიცვან მინისტრთა კაბინეტთან არსებული შტაბის შესაბამისი მოთხოვნები. წესების დამრღვევთა მიმართ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული ზომები იქნება გამოყენებული", - წერს მედია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system