თავში

ბაქოში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-ფესტივალი გაიმართება

​ბაქოში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-ფესტივალი გაიმართებ
ბაქოში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-ფესტივალი გაიმართება

ბაქოში 16-24 ნოემბერს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ონლაინ-ფესტივალი "Maiden Tower. To Be Woman" გაიმართება.

ის ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით აზერბაიჯანში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით იმართება.

წელს ფესტივალი გაერო-ს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციას ეძღვნება, რომელიც ქალებს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება. მასში ხაზგასმულია ქალების სამართლიანი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ხელს უწყობს მშვიდობას.

ფესტივალის მთავარი თემაა "ქალები მშვიდობისათვის". იგი საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს და საშუალებას მისცემს მათ, COVID-19 პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს, აგრეთვე გაიაზრონ პანდემიისა და სამხედრო კონფლიქტების გავლენა ქალთა ცხოვრებაზე თანამედროვე ხელოვნების პრიზმაში.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, ჩვენებებს, კონცერტებს, გამოფენებსა და კონფერენციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system