თავში

ბაქოში თურქული საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში თურქული საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს
ბაქოში თურქული საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭო) წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეტ ჰაჯიევი, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ფაჰრეტინ ალთუნი, ყირგიზეთის კულტურის, ინფორმაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კაირატ იმანალიევი,  უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორი ასაჯონ ხოჯაევი, ყაზახეთის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილე ასხატ ორალოვი, უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმწიფო მდივანი პიტერ შტარაი და თურქული საბჭოს გენერალური მდივანი ბაღდად ამრეევი ესწრებიან.

თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბაღდად ამრეევმა აზერბაიჯანს საკუთარი მიწების ოკუპაციისაგან გათავისუფლება მიულოცა.

”ჩვენ, როგორც თურქული სახელმწიფოები, სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანს.

თურქულენოვანი სახელმწიფოები აზერბაიჯანის გვერდით იქნებიან”, - განაცხადა ბაღდად ამრეევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system