თავში

ბალტიის ქვეყნები ლუკაშენკოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ბალტიის ქვეყნები ლუკაშენკოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებე
ბალტიის ქვეყნები ლუკაშენკოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ

ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრემიერ-მინისტრებმა ბელორუსის ხელისუფლებას ახალი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”პრემიერ-მინისტრი ბელორუსის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები, უზრუნველყოს პროცედურების გამჭვირვალობა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა,” - ნათქვამია ერთობლივი განცხადებაში.

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებაში ასევე მოუწოდეს ბელორუსის ხელისუფლებას შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და გაათავისუფლონ აქციის დაკავებული მონაწილეები.

ამასთან, ბელარუსში აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.  

ცნობისთვის, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 80,1% - ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი ხმათა 10,12% მიიღო.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system