თავში

ბანგლადეშში დენგეს ცხელებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში დენგეს ცხელებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში დენგეს ცხელებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე დენგეს ცხელებას ბანგლადეშში 75 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია და შესაძლოა 160 ადამიანს აღემატებოდეს. ამჟამად 861 ადამიანი ბანგლადეშის დედაქალაქში მკურნალობს, 1000-ზე მეტი პაციენტი კი ქვეყნის სხვადასხვა რაიონის ჰოსპიტალშია მოთავსებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში დენგეს ცხელება 461 ადამიანს დაუდგინდა.

სამედიცინო დაწესებულებების ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დენგეს ცხელებით 85 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 83 ათასმა კი დაავადების დამარცხება მკურნალობის წარმატებით დასრულების შედეგად შეძლო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system