თავში

ბანგლადეშში გაუპატიურებაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან

ბანგლადეშში გაუპატიურებაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან
ბანგლადეშში გაუპატიურებაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯიან

ბანგლადეშში გაუპატიურებაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალთა მიმართ ძალადობის მკვეთრი ზრდის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა.

ბანგლადეშის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს სამშაბათს პარლამენტის მხრადაჭერის გარეშე პიდაპირ მიიღებს. 

გასულ კვირას ბანგლადეშში ქალების ფართო აღშფოთება გამოიწვია ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მასზე ქალზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტებია ასახული. აქციის მონაწილეები გაუპატიურებაში ბრალდებულთათვის უმკაცრესი სასჯელის დაწესებას ითხოვდნენ, რადგან ამ დრომდე დანაშაულისთვის ბრალდებულები ძალიან მცირე სასჯელს იხდიან.

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში გაუპატიურების დაახლოებით 4400 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system