თავში

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

​ბანგლადეშში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა
ბანგლადეშში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

ბანგლადეშში, წვენის მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, 7-სართულიან შენობაში ხანძრის მიზეზი შედუღების სამუშაოები გახდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, ხანძარმა ქარხნის შვიდსართულიანი შენობა მთლიანად მოიცვა. მის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ.

თვითმხილველთა თქმით, დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ქარხანაში შვიდიდან რვა ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system