თავში

ბანგლადეშში მატარებლის ავტობუსთან შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში მატარებლის ავტობუსთან შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში მატარებლის ავტობუსთან შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაიპურჰატის რაიონში, ავტობუსებისა და მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Dhaka Tribune იუწყება.

გამოცემის თანახმად, შემთხვევა შაბათს დილით მოხდა. მატარებელმა ავტობუსი რელსებიდან 500 მეტრის მოშორებით გადაისროლა. ათი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თანამშრომელს, რომელიც რკინიგზის გადასასვლელზე მუშაობდა, ჩაეძინა და შლაგბაუმი არ ჩამოსწია. მას პოლიცია ეძებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system