თავში

ბანგლადეშში წყალდიდობებს 217 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში წყალდიდობებს 217 ადამიანი ემსხვერპლა
ბანგლადეშში წყალდიდობებს 217 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში, გასული ორი თვის განმალვლობაში მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს 217 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ძლიერი წვიმების გამო 850 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. 47 ათასი ადამიანი დაინფიცირდა სხვადასხვა ვირუსით, წყლის დაბინძურების გამო. დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება და თავშესაფარი.

ევროკავშირი ბანგლადეშის დასახმარებლად 1,94 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system