თავში

ბანკის თანამშრომელმა წარწერიანი კუპიურა მფლობელს დაუბრუნა

​ბანკის თანამშრომელმა წარწერიანი კუპიურა მფლობელს დაუბრუნა
ბანკის თანამშრომელმა წარწერიანი კუპიურა მფლობელს დაუბრუნა

მალაიზიის ქალაქ მალაკაში, ბანკის თანამშრომელმა, ჰაიზე ეზანმა 10 მალაიზიური რინგიტის ნომინალის კუპიურა იპოვა, რომლის ორივე მხარეს იყო წარწერა: "ეს ბოლო ნაღდი ფულია, რომელიც მამამ 2010 წლის 21 მაისს მომცა. პარასკევი. დილის 7.10. მიყვარხარ, მამა".

ჰაიზემ ბანკნოტას სურათები გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. პოსტი 24 ათასმა ადამიანმა გააზიარა. შედეგად, მისი მფლობელი გამოჩნდა.

"მე ამ ფულს ჩანთით ვატარებდი მას შემდეგ, 2018 წლის 1 სექტემბრამდე (იმ დღემდე, როდესაც ჩემი საფულე მოიპარეს, როდესაც მე მალაკცის ბანაკში წავედი). საფულე არ დამენანა. მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი, რადგან იქ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ნივთი დარჩა. ერთი წლის შემდეგ, მე ეს ისევ მახსოვდა. ყოველთვის, როდესაც ამაზე ვფიქრობდი, გული მტკიოდა. დღეს ჩემმა დამ "სქრინშოტი" გამომიგზავნა და მითხვა, რომ კუპიურა იპოვეს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი", - დაწერა მფლობელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system