თავში

ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების სრულ გაყვანას გეგმავს

​ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების სრულ გაყვანას გეგმავს
ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების სრულ გაყვანას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან აშშ-ის ყველა ძალის გაყვანას 2021 წლის 11 სექტემბრამდე გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"თუ დავარღვევთ ბოლო ვადას, 1 მაისს, რაზეც წინა ადმინისტრაცია გამოსვლის მკაფიო გეგმის გარეშე იყო მოლაპარაკებული, "თალიბანთან" ომს დავუბრუნდებით, ეს კი ეროვნული ინტერესი არ არის, როგორც ბაიდენი თვლის", - განაცხადა წყარომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ამ გადაწყვეტილების შესახებ ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გამოაცხადებს.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის. 2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და "თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ "თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

შეთანხმება ავღანეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, რამაც ავღანეთის 20 ლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი. ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 19 მარტს ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და "თალიბები" მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაცა ავღანეთის სამშვიდობო პროცესის განახლების მიზნით სამიტს რუსეთმა უმასპინძლა. სამიტში აშშ-ც მონაწილეობდა, რაც სამშვიდობო პროცესის განმავლობაში პირველი მსგავსი ძალისხმევა იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system