თავში

ბარი ზონენფელდი Perestroika in Paris-ს გადაიღებს

ბარი ზონენფელდი Perestroika in Paris-ს გადაიღებს
ბარი ზონენფელდი Perestroika in Paris-ს გადაიღებს
© hollywoodreporter.com

რეჟისორი ბარი ზონენფელდი გადაიღებს მწერალ ჯეინ სმაილის ნაწარმოებს, სახელწოდებით Perestroika in Paris. ეს იქნება ანიმაციური პროექტი, რომლის პროდიუსერი ფრენკ მარშალია. ინფორმაციას ამის შესახებ The Hollywood Reporter ავრცელებს.

ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ცნობისმოყვარე, სამი წლის, სუფთა ჯიშის ცხენი, რომლის მეტსახელია "პერესტროიკა". ის თავის სადგომს ტოვებს და საფრანგეთის დედაქალაქში, ეიფელის კოშკის მახლობლად აღმოჩნდება. მალე იგი შეხვდება ფრიდას, გერმანელ მოკლეთმიან პოინტერს, რომლის მეპატრონე, მაწანწალა და ქუჩის მუსიკოსი, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ცოტა მოგვიანებით, ცხოველები დაუმეგობრდებიან პატარა ბიჭს, რომელიც ძველ სასახლეში ძალიან ავადმყოფ, ბრმა და ყრუ ბებიასთან ერთად ცხოვრობს.

ნაწარმოები პირველად 2020 წელს გამოქვეყნდა და ბესტსელერი გახდა. 

ამ პროექტის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system