თავში

ბარსელონაში მომიტინგებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ბარსელონაში მომიტინგებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
ბარსელონაში მომიტინგებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ესპანეთში დაკავებული რეპერის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეექვსე ღამეა გრძელდება. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბარსელონაში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და ნაგვის ურნები ესროლეს. კატალონიის რეგიონალური პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებების დროს ხუთი ადამიანი დააკავეს, ხოლო ერთი პოლიციელი დაშავდა.

საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: "თქვენ გვასწავლეთ, რომ აზრი არა აქვს, ვიყოთ მშვიდობიანები".

შეგახსენებთ, რომ 32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის დაკავების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საერთო ჯამში, 95 ადამიანი დააკავეს. ასევე ცნობილია, რომ არეულობის დროს ერთ-ერთმა მომიტინგემ თვალი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system