თავში

ბარსელონაში ოპერის გახსნას აუდიტორიის ნაცვლად მცენარეები ესწრებიან - VIDEO

ბარსელონაში ოპერის გახსნას აუდიტორიის ნაცვლად ეს
ბარსელონაში ოპერის გახსნას აუდიტორიის ნაცვლად მცენარეები ესწრებიან - VIDEO

ბარსელონაში, Gran Teatre del Liceu-ში ოპერის მუსიკოსებმა კონცერტი არა ადამიანების, არამედ 2,300 მცენარის გარემოცვაში ჩაატარეს. ორგანიზატორების თქმით, მიზანი ცნობიერების ამაღლებაა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აუდიტორია პოსტკარანტინულ პერიოდში და როგორ აბსურდად იქცა ადამიანების ცხოვრებაპანდემიის ფონზე.

კონცერტი ესპანეთის საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ ჩატარდა.

ოპერაში იმედოვნებენ, რომ შოუ კიდევ ერთხელ დაადასტურებს ხელოვნების, მუსიკისა და ბუნების ღირებულებას და მათი საქმიანობა ნორმალურ გზას დაუბრუნდება. 

"რასაკვირველია, ფოთლების შრიალის შეცვლა ნამდვილი აპლოდისმენტებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება" - აღნიშნავენ Gran Teatre del Liceu-ში. 

აღსანიშნავია, რომ ყველა მცენარე წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებს გადაეცემათ.

ცნობისთვის, ესპანეთი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული ქვეყანაა, 28 000 გარდაცვლილით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system