თავში

ბავშვების Pfizer-ით აცრის სარგებელი რისკებს აჭარბებს - FDA

ბავშვების Pfizer-ით აცრის სარგებელი რისკებს აჭარბებს - FDA
ბავშვების Pfizer-ით აცრის სარგებელი რისკებს აჭარბებს - FDA

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.

FDA-ის დასკვნას წინ უსწრებდა ვაქცინის შემქმნელი კომპანიების განცხადება, რომ მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე 12-დან 15 წლამდე ასაკის ვაქცინირებულ ბავშვებში. რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 11 წლამდე ასაკის ბავშვები ვაქცინის უფრო მცირე დოზით აცრეს.

აშშ-მ 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system