თავში

ბავშვებში უცნობი სინდრომი სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა

ბავშვებში უცნობი სინდრომი სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა
ბავშვებში უცნობი სინდრომი სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა

სამრეთ კორეაში გამოავლინეს ორი ბავშვი, რომელსაც მულტისისტემური ანთებითი სინდრომი აქვთ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებში განაცხადეს. მათი თქმით, ამჟამად სპეციალისტები ადგენენ, რამდენადაა ეს დაკავშირებული COVID-19-თან.

სინდრომი 11 წლის ბიჭს და 4 წლის გოგონას დაუდგინეს.

ორივე პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. ბიჭი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, გოგო კი სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს მომავალში დატოვებს.

"ახლა ჩვენ ანტისხეულებზე ვაპირებთ ტესტების გაკეთებას", - განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

ორივე პაციენტის მკურნალობა იმავე მეთოდით ხდებოდა, როგორც ეს კავასაკის სინდრომის შემთხვევაში ხდება.

ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ სინდრომს, რომლითაც ბავშვები ავადდებიან სახელი უკვე ოფიციალურად დაერქვა და მას მულტისსისტემური ანთებითი სინდრომი, სხვაგვარად MIS-C ეწოდება.

შეგახსენებთ, მულტისისტებული ანთებითი სინდრომის შესახებ მოხსენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც გამოაქვეყნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაავადების კლასტერები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ფიქსირდება. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპისთვის სინდრომის შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვება "გადაუდებელი საჭიროებას" წარმოადგენს.

ჯანმო ასევე განმარტავს, რომ დაავადება ძირითადად 19 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, რომელთაც სამი დღის განმავლობაში ცხელება აღენიშნებათ. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მას თან ახლავს გამონაყარი, ჰიპოტენზია, შოკი, მიოკარდიუმის დისფუნქცია, დიარეა, ღებინება ან ანთების ნიშნები.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან არის დაკავშირებული 200-ზე მეტი ბავშვია ინფიცირებული.

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბავშვებში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კორონავირუსის პანდემიასთან ფიქსირდება ევროპაშიც.

საფრანგეთში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი და COVID-19 დაუდასტურდა.

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system