თავში

აშშ-ში 9 წლის ბავშვს 5 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ

9 წლის ბავშვს 5 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ
აშშ-ში 9 წლის ბავშვს 5 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ილინოისის შტატში 9 წლის ბავშვს 5 ადამიანის მკვლელობაში და ხანძრის გაჩენის 2 ფაქტში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას შტატის პროკურორმა გრეგ მინგერმა განუცხადა.

მისი თქმით, 6 აპრილს ბიჭმა მოძრავ საცხოვრებელს ხანძარი გაუჩინა, რის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა.

„ეს ტრაგედიაა, ბოლოს და ბოლოს ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულშია ბრალდებული“, - აცხადებს პროკურორი.

მისი თქმით, ბავშვს 5-წლიანი გამოსაცდელი ვადა ემუქრება.

„ასაკის გათვალისწინებით გამოსაცდელი ვადა ერთადერთი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა გრეგ მინგერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system