თავში

ბავშვი სათამაშო მოედანზე ჩამონგრეულმა ბეტონის კედელმა მოკლა - PHOTO

​ბავშვი სათამაშო მოედანზე ჩამონგრეულმა ბეტონის კედელმა მოკლა
ბავშვი სათამაშო მოედანზე ჩამონგრეულმა ბეტონის კედელმა მოკლა - PHOTO

რუსეთში, ასტრახანის ოლქში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 11 წლის დენის სიანოვი ეზოში სათამაშო მოედანზე იმყოფებოდა, როდესაც 2-ტონიანი კედელი მოწყდა და ბავშვს დაეცა. ბეტონის კედელი ეზოში საბჭოთა პერიოდიდან იყო შემორჩენილი. მას წარსულში კლდეზე ცოცვაში ვარჯიშისთვის იყენებდნენ. ტრაგედიის მომენტში ბიჭი კიბეზე  იდგა და კედელზე ასვლას აპირებდა.

მეზობლებმა და თვითმხილველებმა ბეტონის ბლოკის ადგილიდან დაძვრა და მის ქვეშ მოყოლილი ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვის გათავისუფლება მოინდომეს, თუმცა უშედეგოდ. კონსტრუქცია ძალიან მძიმე იყო. მაშველები ამწეთი და კედლის დასაჭრელი მოწყობილობით ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. სამაშველო ოპერაციაში 30 ადამიანი მონაწილეობდა. 

მათ ბეტონის კედელი დაჭრეს და ბავშვი იქიდან ისე გამოიყვანეს, თუმცა მოზარდი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო.

სათამაშო მოედანთან მდგარ ბეტონის კედელს დროთა განმავლობაში საძირკველი მოერყა და ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მოსახლეობა მის გატანას ითხოვდა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში ტრაგედია არ დატრიალდებოდა და 11 წლის ბავშვი არ დაიღუპებოდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system