თავში

ბავშვმა შემთხვევით 3000 წლის უნიკალური არტეფაქტი იპოვა

ბავშვმა შემთხვევით 3000 წლის უნიკალური არტეფაქტი იპოვა
ბავშვმა შემთხვევით 3000 წლის უნიკალური არტეფაქტი იპოვა

იერუსალიმის ტაძრის მთაზე 9 წლის ბიჭმა, ბენიამინ მილტმა პაწაწინა ოქროს მძივი იპოვა, რომლის ასაკი, შესაძლოა, 3000 წელს შეადგენდეს. ამის შესახებ Temple Mount Sifting Project წერს.

მძივს ოთხი ფენა აქვს, რომელთაგან თითო პაწაწინა ოქროს ბურთებისგან შედგება. ისინი ერთმანეთთან ისეა მიკრული, რომ ყვავილს ქმნის. არტეფაქტი იმდენად კარგადაა შენახული, რომ თავდაპირველად არქეოლოგებმა იფიქრეს, რომ ეს თანამედროვე ნივთია.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძივი პირველი ტაძრის (სოლომონის ტაძარი, რომელიც ძვ.წ. 950–დან 586 წლამდე არსებობდა) ეპოქას ეკუთვნის.

ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდის ოქროს საგნები უკიდურესად იშვიათია, ვინაიდან იმ დროს ოქრო ვერცხლის დიდ ნარევს შეიცავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system