თავში

ბავშვს 6 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს

​ბავშვს 6 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს
ბავშვს 6 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს

პატარა ვიქტორს ბარსელონადან 6 ორგანო ერთდროულად გადაუნერგეს. კუჭის, ღვიძლის, თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაწლავის წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის ნაწილისა და პანკრეასის გადანერგვის ოპერაცია მადრიდის Hospital La Paz - ში, თებერვლის ბოლოს ჩატარდა. მანამადე პატარა ვიქტორი, 18 თვის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული. მას საკვები კუჭ-ნაწლავის გვერდის ავლით, წვეთოვანი გზით მიეწოდებოდა.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს კუჭ-ნაწლავის პათოლოგია ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს, ექოსკოპიური კვლევისას დაუდგინდა. ვიქტორი ოპერაციას 3 წელი ელოდა. მიუხედავად ურთულესი ტრანსპლანტაციისა, მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მხოლოდ 2 თვე დაჰყო. გასულ პარასკევს იგი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს და რეაბილიტაციის პროცესს ახლა სახლში გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system