
ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი დედაქალაქის გარეუბანში მდებარე არალიცენზირებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცეცხლი სანთლებს გამოეწვია, რომელსაც, ბავშვთა სახლში ელექტროენერგიის ნაცვლად იყენებდნენ.
ჰაიტიზე 760-ზე მეტ ბავშვთა სახლში დაახლოებით 30 ათასი ბავშვი ცხოვრობს.