თავში

BBC-ის გენერალური დირექტორი პოსტს ტოვებს

BBC-ის ​გენერალური დირექტორი პოსტს ტოვებს
BBC-ის გენერალური დირექტორი პოსტს ტოვებს

მსოფლიოში უმსხვილესი ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის გენერალური დირექტორი, ტონი ჰოლი, 7 წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან მიდის. იგი პოსტს ზაფხულში დატოვებს. ინფორმაცია ჰოლის წასვლის შესახებ, კომპანიის თანამშრომლებმა დღეს დილით, ელექტრონული ფოსტით მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს. 

ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო“, - წერს ჰოლი, - „მე მიყვარს BBC, ეს რომ ჩემი გულის გადასაწყვეტი ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არასოდეს გადავდგამდი“.

BBC-ის თავმჯდომარის დევიდ კლემენტის განცხადებით, ტონი ჰოლი კომპანიის შთაგონებით სავსე შემოქმედებითი ლიდერი იყო.

ახალ ხელმძღვანელს დირექტორთა საბჭო შეარჩევს. განცხადება ვაკანსიის შესახებ უახლოეს დღეებში დაიდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ ხელმძღვანელს, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system