თავში

BBC-ის კორესპონდენტის გარდაცვალების გამოძიება 2021 წლისთვის გადაიდო

​BBC-ის კორესპონდენტის გარდაცვალების გამოძიება 2021 წლისთვის გადაიდო
BBC-ის კორესპონდენტის გარდაცვალების გამოძიება 2021 წლისთვის გადაიდო

ბრიტანელი ჟურნალისტის, BBC-ის ყოფილი კორესპონდენტის ჯონ სტივენსონის იდუმალი გარდაცვალების სრული გამოძიება 2021 წლიდან მოხდება. მანამდე კი ექსპერტიზის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილს სხეულზე რაიმე დაზიანებები არ აღმოჩნდა. ინფორმაციას  Daily Mail ავცელებს. 

BBC-ის უელსის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტის ჯონ სტივენსონისა და მისი პარტნიორი მამაკაცის ცხედრები ჟურნალისტის სახლში პოლიციამ მიმდინარე წლის მარტში იპოვა. სამართალდამცავები ბინაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც სტივენსონი კარგა ხანს არ გამოჩნდა და არც ოჯახის ექიმთან ჩაწერილ ვიზიტზე მივიდა. პოლიციის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცხედრებს ძალადობის კვალი არ აქვთ.

იდუმალებით მოცული სიკვდილის მიზეზების დასადგენად სრულ გამოძიება 2021 წლის 12 იანვრიდან განახლდება.

ჯონ სტივენსონი BBC-ის ცნობილი პოლიტიკური ჟურნალისტი იყო, რომელმაც რთული პროფესიული გზა გაიარა. ალკოჰოლიზმის გამო ერთხელ, სამსახურისა და სახლი ჩათვლით, ყველაფერი დაკარგა და ქუჩაში დარჩა, თუმცა ცხოვრებისა და კარიერის თავიდან დაწყება და ძველი დიდების დაბრუნება მოახერხა. 2013 წელს პენსიაში გასვლამდე იგი მოქმედი ჟურნალისტი იყო და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ამბებს აშუქებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system