თავში

BBC: მკვდრად გამოცხადებული კაცი დამკრძალავ ბიუროში ცოცხალი დახვდათ

BBC: მკვდრად გამოცხადებული კაცი დამკრძალავ ბიუროში ცოცხალი დახვდათ
BBC: მკვდრად გამოცხადებული კაცი დამკრძალავ ბიუროში ცოცხალი დახვდათ

ინდოეთში 74 წლის მამაკაცი, რომელიც ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა და სპეციალურ მაცივარში მოათავსა, ცოცხალი აღმოჩნდა, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ინციდენტი ინდოეთის შტატ ტამილნადუში მაშინ მოხდა, როდესაც კერძო საავადმყოფოს ექიმმა მამაკაცი გარდაცვლილად გამოაცხადა. ოჯახის წევრებმა მიცვალებული სახლში მიასვენეს და ის სპეციალურ მაცივარში მოათავსეს. დამკრძალავი ბიუროს წევრებს, რომლებიც პანაშვიდზე მივიდნენ, მამაკაცი ცოცხალი დახვდა. მათ აღნიშნეს, რომ ის სიცივისგან კანკალებდა. ცოცხალი პაციენტი შტატის მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ მამაკაცი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

BBC-ის ინფორმაციით, გაუგებარია, როგორ გადაურჩა იგი მაცივარში არსებული ყინვის ტემპერატურას, ან მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კერძო საავადმყოფოს წინააღმდეგ, სადაც იგი თავდაპირველად გარდაცვლილად გამოცხადდა. არც ოჯახს და არც ექიმს კომენტარის გაკეთება არ სურს. ასევე გაუგებარია, რამდენი საათი გაატარა მამაკაცმა მაცივარში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system