თავში

BBC, Reuters, Facebook, YouTube და Twitter ანტივაქცინური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიანდებიან

BBC, Reuters, Facebook, YouTube და
BBC, Reuters, Facebook, YouTube და Twitter ანტივაქცინური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთიანდებიან

მედია და ტექნოლოგიური საშუალებები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ერთიანდებიან. მათ ვაქცინის გარშემო გავრცელებული უამრავი ყალბი ინფორმაცია და ჭორი უნდა გაფილტრონ და მათ გავრცელებას ხელი შეუშალონ. კამპანიაში BBC, Reuters, Facebook, Google / YouTube და Twitter ერთვებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"სანდო ინფორმაციის ინიციატივის" პროექტი გასულ წელს არჩევნებთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციებთან საბრძოლველად შეიქმნა.

BBC-ის გენერალური დირექტორის ტიმ დეივის გაცხადებით, "ნებისმიერი საფრთხე, იქნება ეს საფრთხე ჯანრთელობის, თუ დემოკრატიის წინააღმდეგ, ადამიანებს ძალიან ძვირი უჯდებათ".

BBC-ის ხელმძღვანელის თქმით, კამპანია ვერ შეაჩერებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სამართლიან კითხვებსა ფრთხილ დამოკიდებულებას, მაგრამ "მავე და ცრუ" ინფორმაციის გაქარწყლებას შეეცდება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების დღიდან სამყარო არა მხოლოდ პანდემიას, არამედ ინფოდემიასაც (დეზინფორმაცია პანდემიაზე) ებრძვის, რაც ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს.

"სანდო ინფორმაციის ინიციატივის" კამპანიაში მონაწილე მხარეები დეზინფორმაციის შესახებ ერთმანეთს დროულად შეატყობინებენ, რომ შემთხვევით მისი ტირაჟირება არ მოხდეს. YouTube, Facebook и Twitter-მა კი უკვე განაცხადეს, რომ დეზინფორმაციისა და მავე შინაარსის შემცველ მასალას თავიანთი გვერდებიდან წაშლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system