თავში

ბეირუთის აფეთქება: ლიბანი გემის მფლობელისა და კაპიტნის დაკავებას ითხოვს

ბეირუთის აფეთქება: ლიბანი გემის მფლობელისა და კაპიტნის დაკავებას ითხოვს
ბეირუთის აფეთქება: ლიბანი გემის მფლობელისა და კაპიტნის დაკავებას ითხოვს

ლიბანმა ბეირუთის აფეთქებაში ბრალდებული გემის მფლობელისა და კაპიტანის დაკავება მოითხოვა, რომლებმაც "MV Rhosus" გემით ამონიუმის ნიტრატი მოიტანეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლემ, რომელმაც ბეირუთის აფეთქება გამოიძია, საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაცია
"ინტერპოლს" საჯარო იდენტიფიცირების გარეშე, ორი ადამიანის დაკავება სთხოვა.

ბეირუთში 4 აგვისტოს ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შედეგად სულ მცირე 190 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად 6000 ადამიანი დაშავდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფმა გასულ თვეში კვიპროსში გემის მფლობელი დაკითხა. ამ დროისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით მინიმუმ 20 ადამიანია დაკავებული.

ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, გემის "MV Rhosus" კაპიტანი და მფლობელი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლბიც კვიპროსზე მუშაობენ.

ბეირუთის აფეთქებამ ლიბანში აღშფოთება გამოიწვია, მომხდართან დაკავშირებით ბრალი არამარტო გემის პასუხისმგებელ პირებს, არამედ ლიბანის ხელისუფლებებსაც ედება, რომ ვერ შეძლო ასაფეთქებელი ნივთიერების მოშორება.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ბეირუთში მომხდარმა აფეთქებამ ქვეყნის ინფრასტრუქტურა 4.6 მილიარდი დოლარით დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system