თავში

ბეირუთის ნანგრევებიდან სუნთქვა ისმის - მაშველები გადარჩენილის ცოცხლად ამოყვანას ცდილობენ - VIDEO - PHOTO

ბეირუთის ნანგრევებიდან სუნთქვა ისმის - მაშველები გადარჩენილის ცოცხლად ამოყვანას ცდილობენ - VIDEO - PHOTO
ბეირუთის ნანგრევებიდან სუნთქვა ისმის - მაშველები გადარჩენილის ცოცხლად ამოყვანას ცდილობენ - VIDEO - PHOTO

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, აფეთქების შემდეგ ნანგრევებში, მაშველებმა თერმოსკრინინის შედეგად ორი სხეული დააფიქსირეს, მათ შორის ერთი ზრდასრულია. მოწყობილობა ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის სუნთქვას - წუთში 18 იმპულს აფიქსირებს. მაშველებმა პირველი იმპულსური სიგნალი გუშინ მიიღეს. ჯერ კიდევ არსებობს მცირე შანსი, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და მისი გადარჩენა მოხერხდება.

ცნობისთვის, ჰაიტიში ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანი 28 დღის შემდეგ ამოიყვანმეს. 




-----

12:59  

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სამაშველო სამსახურებმა იმპულსური სიგნალის აღმოჩენის შემდეგ, სამძებრო-სამუშაოები ერთი თვის შემდეგ, იმ იმედით განაახლა, რომ იქ მასშტაბური აფეთქების შედეგად გადარჩენილ ადამიანს იპოვიდა. 

ჩილეს სამაშველო გუნდმა აფეთქების ადგილას გამოიყენა მოწყობილობა, რომელიც ადამიანის გულისცემას ადგენს. მათ გაუჩნდათ იმედი, რომ იქ შეიძლებოდა ცოცხალი ადამიანი ეპოვათ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აფეთქების ადგილას ხელებითა და ნიჩბებით ფრთხილად მუშაობდნენ. 

"99%-ით ვიცით, რომ იქ არაფერია, მაგრამ მაშინაც კი, თუ 1% მაინც არსებობს, რომ იქ ვიღაც არის, ჩვენ ძებნა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ჩილეს სამაშველო გუნდის წევრის თქმით, მათი აპარატურა მხოლოდ ადამიანის სუნთქვასა და გულისცემას განსაზღვრავს და არა ცხოველისა. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი თვე ნანგრევების ქვეშ ადამიანის გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ჩილეს სამაშველო გუნდმა ძებნა შეწყვიტა, იმის შიშით, რომ აფეთქების შედეგად დარჩენილი კედელი შეიძლება ჩამონგრეულიყო და მათ სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან მასშტაბური აფეთქება მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 190 ადამიანი დაიღუპა. 6 ათასზე მეტი დაშავდა, ათეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აფეთქების შედეგად ბეირუთის უამრავი უბანი დაზარალდა. მოქალაქეებმა მომხდარის გამო მიტინგები მოაწყვეს და მტავრობის გადადგომა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, 10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system