თავში

ბეირუთში აფეთქების შედეგად 43 მეტრიანი ღრმული წარმოიქმნა

ბეირუთში აფეთქების შედეგად 43 მეტრიანი ღრმული წარმოიქმნა
ბეირუთში აფეთქების შედეგად 43 მეტრიანი ღრმული წარმოიქმნა

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად, პორტის ტერიტორიაზე 43 მეტრიანი ღრმული წარმოიქმნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

აფეთქების ტალღამ გაანადგურა და დააზიანა ათეულობით სახლი, 300 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system