თავში

ბეირუთში, აქციაზე მომხდარი შეტაკებისას დაშავებულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა

ბეირუთში, აქციაზე მომხდარი შეტაკებისას დაშავებულთა რიც
ბეირუთში, აქციაზე მომხდარი შეტაკებისას დაშავებულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა

ბეირუთში ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 728-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

შეგახსენებთ, ლიბანში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მშვიდობიანი აქცია სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 154-ს შეადგენს, დაშავებულია 5,000-ზე მეტი ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system