თავში

ბელარუსები ეკლესიის მითითებას არ დაემორჩილდნენ და ტაძრებში მივიდნენ

ბელარუსები ეკლესიის მითითებას არ დაემორჩილდნენ და ტაძრებში მივიდნენ
ბელარუსები ეკლესიის მითითებას არ დაემორჩილდნენ და ტაძრებში მივიდნენ

ბელარუსში ათასობით ათასობით მოქალაქე საეკლესიო პირებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მითითებას არ დაემორჩილა და აღდგომის ღამეს ეკლესიაში მივიდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მღვდლებს სააღდგომო წირვის ჩატარება ცარიელ ტაძრებში ჰქონდათ დაგეგმილი, ხოლო მრევლს სახლში დარენისაკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი მათ მოთხოვნას არ დაემორჩინა და ეკლესიებში მივიდა. 

ბელორუსია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად სპეციალური ზომები არ მიიღეს და მოსახლეობის სოციალური დისტანცირების მიზნით შეზღუდვები არ დააწესეს. ჯანდაცვის ორგანიზაციებმა მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების სტრატეგია სწორია და შექმნილ ვითარებას "მასობრივი ფსიქოზი" უწოდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ბელარუსში კორონავირუსისგან 47 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4,779 დაინფიცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system